პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა
წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა აღწერს თქვენ მიერ ჩვენი ვებ-გვერდებით (მათ შორის: https://my.gcloud.ge, https://console.gcloud.ge), სერვისებითა და აპლიკაციებით (ერთობლივად წოდებული როგორც „სერვისები“) სარგებლობასთან დაკავშირებით, GCloud-ის მხრიდან ინფორმაციის შეგროვების, გამოყენებისა და გაზიარების წესებსა და პირობებს. წარმოდგენილი პოლიტიკა (შემდგომში „პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა“) არ ვრცელდება ჩვენი მომხმარებლების მიერ ზემოაღნიშნული სერვისების გამოყენების მიზნით სხვადასხვა ინფორმაციის დამუშავებაზე.
ვაგროვებთ და ვიღებთ ინფორმაციას მხოლოდ ჩვენ მიერ შეთავაზებული „სერვისების“ მომხმარებელთა (ტექსტში აღნიშნულია სხვადასხვა სიტყვებით: „მომხმარებელი“, „თქვენ“, „თქვენი“) შესახებ სხვადასხვა წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციას, მათ შორის: ა) სერვისის მომხმარებლის ანგარიშის (ტექსტში აღნიშნულია, როგორც თქვენი „ანგარიში“) გამოყენებით, თქვენ მიერ რეგისტრაციის დროს წარდგენილი ინფორმაცია; ბ) თქვენ მიერ სერვისის სარგებლობასთან დაკავშირებული ინფორმაცია; გ) მესამე მხარის ვებ-გვერდებიდან, სერვისებიდან და პარტნიორებისგან, მათ შორის, საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია.
აქვე, გიწევთ რეკომენდაციას, რომ ყურადღებით და სრულად წაიკითხოთ და შემდგომ - დაეთანხმოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას, რაც ადასტურებს თქვენს ინფორმირებულობას. პოლიტიკასთან ან GCloud-ის მხრიდან მონაცემთა შეგროვების, გამოყენებისა და გამჟღავნების პრაქტიკასთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვის არსებობისას, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: info@gcloud.ge.
1. ინფორმაციის შეგროვება
1.1 თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია
I. ანგარიშის რეგისტრაცია. ანგარიშის რეგისტრაციისას, ჩვენ ვითხოვთ საკონტაქტო ინფორმაციის მოწოდებას, როგორიცაა: სახელი/გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი.
II. საგადახდო ინფორმაცია. ანგარიშზე დეპოზიტის განთავსებისას, ავტომატურად მოხდება თქვენი გადამისამართება ჩვენს მომსახურე, მესამე მხარის საგადახდო გარემოში და მათ მიეწოდებათ თქვენი საფინანსო მონაცემები. ჩვენს სისტემაში არ ვინახავთ თქვენს საფინანსო ანგარიშებთან დაკავშირებულ ინფორმაციას.
III. კომუნიკაცია. თუ პირდაპირი ფორმით დაამყარებთ ჩვენთან კომუნიკაციას, უფლება გვაქვს, მივიღოთ დამატებითი ინფორმაცია თქვენს შესახებ, როგორიცაა: სახელი/გვარი, ელექტრონული ფოსტა, სატელეფონო ნომერი, შეტყობინების შინაარსი ან/და თქვენ მიერ შეტყობინებაში მიმაგრებული ფაილი თუ სხვა ის ინფორმაცია, რომელსაც თქვენ თავად გაგვიზიარებთ. ამას გარდა, შესაძლოა ელექტრონულ ფოსტაზე ჩვენგან მიღებული შეტყობინების გახსნით თქვენგან მივიღოთ დადასტურება (თანხმობა).
პერსონალური მონაცემების და თქვენგან მათი გამოთხოვის მიზეზების თაობაზე გეცნობებათ მათი გამოთხოვის მომენტში.
1.2 ჩვენი სერვისებით სარგებლობისას შეგროვილი ინფორმაცია
I. ე.წ. „მზა ჩანაწერები“ (cookies) და სხვა მონაცემთა შემგროვებელი ტექნოლოგია. როგორც ბევრი სხვა ვებ-გვერდის შემთხვევაში, თქვენი მოწყობილობიდან ავტომატურ რეჟიმში ვაგროვებთ ცალკეულ ინფორმაციას და შემგდომ - ვინახავთ ე.წ. „სააღრიცხვო ფაილებში“ (log files). ამას გარდა, თქვენ მიერ ჩვენი სერვისით სარგებლობისას, თქვენი მოწყობილობიდან ავტომატურ რეჟიმში გროვდება გარკვეული სახის ინფორმაცია. აღნიშნული შესაძლოა შეიცავდეს ინტერნეტ პროტოკოლის (IP) მისამართს, ბრაუზერის ტიპს, ინტერნეტ სერვის პროვაიდერის (ISP), ვიზიტისას გადამისამართებული და ბოლოს გამოყენებული ვებ-გვერდის (referring/exit pages), ოპერაციული სისტემის, თარიღისა და დროის აღნიშვნის, ვებ-გვერდზე ნავიგაციის ჩანაწერების (clickstream data), ვებ-გვერდის ნავიგაციისაგან დამოუკიდებელი საჩვენებელი გვერდის (landing page) და მიმთითებელი ვებ-რესურსის მისამართის (URL) შესახებ ინფორმაციას. აღნიშნულის შესაგროვებლად, ე.წ. „მზა ჩანაწერი“ შესაძლოა გამოიგზავნოს სერვისის მოხმარებისას თქვენს კომპიუტერსა თუ სხვა მოწყობილობაში. ე.წ. „მზა ჩანაწერები“ შეიცავენ რა მინიმალურ ინფორმაციას, ჩვენს ვებ-სერვერს აძლევენ თქვენი ამოცნობის შესაძლებლობას. ე.წ. „მზა ჩანაწერების“ და „სააღრიცხვო ფაილების“ მეშვეობით შეგროვილი ინფორმაცია ინახება თქვენი პარამეტრების აღრიცხვისა და ავტორიზაციის უფლების მონიჭების მიზნით. ამას გარდა, შესაძლოა ავტომატურ რეჟიმში შეგროვდეს ინფორმაცია თქვენ მიერ ჩვენი სერვისების ფუნქციონალის გამოყენების, ამ სერვისების მახასიათებლების, ვიზიტის სიხშირის და სერვისის გამოყენებასთან დაკავშირებით თქვენი ქმედებების შესახებ. შესაძლოა ასევე, შენახულ იქნას თქვენ მიერ სხვადასხვა ვებ-გვერდების და სერვისების გამოყენების შესახებ ინფორმაცია. ცალკეულ ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში, ევროპის ეკონომიკური ზონის (EEA) ქვეყნებში, ამ პარაგრაფში აღნიშნული ინფორმაცია, შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციების თანახმად, შესაძლოა მიჩნეულ იქნას პერსონალურ მონაცემად.
II. ჩვენი სერვისების გამოყენება. შესაძლოა ჩვენი სერვისების გამოყენებისას შეგროვებულ იქნას ინფორმაცია თქვენ მიერ ჩვენი სერვისების გამოყენებისა და თქვენი ჩართულობის თაობაზე, რაც მოიცავს პროცესორისა და მეხსიერების გამოყენებას, შენახვის მოცულობას, ნავიგაციას და სხვადასხვა სისტემური დონის მზომს. ამ მონაცემების გამოყენების უფლება გვაქვს სერვისის მიწოდების, მისი შენარჩუნებისა და შემდგომი - გაუმჯობესების, ახალი ფუნქციონალის და მახასიათებლების, უსაფრთხოების დაცვის, სერვისისა და მისი მოხმარებლების დაცულობის, ასევე მხარდაჭერის მიწოდების მიზნით. ამასთან, შესაძლოა ეს მონაცემები გამოვიყენოთ აგრეგირებული ანალიზისა და ბიზნესის შესაძლებლობების კვლევისათვის, რათა, საბოლოო ჯამში, გვქონდეს ოპერირების და ჩვენი ინტერესების დაცვის შესაძლებლობა, ასევე - ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებისა და ბიზნეს საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ ანგარიშგების საშუალება.
1.3 მესამე მხარისგან მიღებული ინფორმაცია
I. მესამე მხარის ანგარიშები. თუ ჩვენს სერვისს დაუკავშირებთ მესამე მხარის ანგარიშს, ჩვენ ასევე მივიღებთ ინფორმაციას ამ ანგარიშის შესახებ, კერძოდ მესამე მხარის ანგარიშიდან ავთენტიფიკაციის ნიშანს, რომლითაც ხდება კავშირის ავტორიზაცია. თუ გსურთ აღნიშნული ინფორმაციის ხელმისწვდომობის ჩვენთვის შეზღუდვა, უნდა შეამოწმოთ მესამე მხარის ანგარიშების კონფიდენციალურობის პარამეტრებში თქვენთვის განკუთვნილი პირობები.
2. როგორ (რა მიზნით) ვიყენებთ ინფორმაციას?
ვიტოვებთ უფლებას, სხვადასხვა გზებით შეგროვებული ინფორმაცია გამოვიყენოთ შემდეგი მიზნებისთვის:
- სერვისის მიწოდება, ოპერირება და მისი შენარჩუნება;
- სერვისის გაუმჯობესება, პერსონალიზება და გაფართოება;
- მომხმარებლის მიერ სერვისის გამოყენების გაცნობიერება და ანალიზი;
- ახალი პროდუქტის, სერვისის, მახასიათებლისა და ფუნქციონალის შექმნა;
- მომხმარებელთან (თქვენთან) კომუნიკაციის წარმოება, როგორც პირდაპირ, ისე - ჩვენი პარტნიორების დახმარებით, მათ შორის: მომხმარებლების მომსახურება, სიახლეებისა თუ სერვისთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის შეტყობინება, მარკეტინგული და სარეკლამო მიზნები;
- მომხმარებლის ტრანზაქციის დამუშავება;
- მომხმარებლისათვის შეტყობინებების გაგზავნა;
- გაყალბების იდენტიფიცირება და პრევენცია;
- შესაბამისობის უზრუნველყოფა, მათ შორის, სერვისის გამოყენების წესებისა და პირობების აღსრულება და სხვა სამართლებრივი ხასიათის უფლებების რეალიზება, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, სასამართლოს ან უფლებამოსილი სახელმწიფო დაწესებულების მოთხოვნათა შესრულება.
3. ინფორმაციის გაზიარება
უფლება გვაქვს სხვადასხვა გზით მიღებული ინფორმაცია გავაზიაროთ, მათ შორის შემდეგი მიზნით:
- კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნისა და სხვა მსგავს შემთხვევებში გაზიარება. ინფორმაციის გამჟღავნება დასაშვებია: ა) კანონმდებლობის, სასამართლოს, მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს და სხვა უფლებამოსილი სახელმწიფო დაწესებულების მოთხოვნათა შესასრულებლად; ბ) აღნიშნული პოლიტიკის, ასევე მომსახურების წესებისა და პირობების მოთხოვნათა აღსრულების მიზნით, მათ შორის, შესაძლო დარღვევის ფაქტის გამოსაძიებლად; გ) გაყალბებასთან, უსაფრთხოებასა და დაცულობასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის აღმოჩენის, პრევენციის და სხვაგვარი მოპყრობის მიზნით; დ) თქვენს მოთხოვნაზე პასუხის გასაცემად; ან ე) ჩვენი უფლებების, საკუთრების, უსაფრთხოების, ასევე ჩვენი მომხმარებელების, მესამე პირებისა და ზოგადად, საზოგადოებრივი ინტერესების დასაცავად. აღნიშნული მოიცავს სახელმწიფო დაწესებულებებისათვის, კომპანიებისა და ორგანიზაციებისათვის გაყალბებისგან დაცვის, მავნე კოდისა და არასასურველი შეტყობინებებისგან („სპამი“) პრევენციის მიზნით ინფორმაციის მიწოდებას.
- მომხმარებლის (თქვენი) თანხმობა. ინფორმაციის გაზიარება (გამჟღავნება) დასაშვებია ასევე თქვენი თანხმობის არსებობისას.
4. პერსონალურ მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი
ზემოაღნიშნული პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და გამოყენების საფუძველი უკავშირდება, ერთი მხრივ, ინფორმაციის ხასიათს, ხოლო, მეორე მხრივ, მისი შეგროვების კონტექსტს.
როგორც წესი, თქვენგან პერსონალურ მონაცემებს ვაგროვებთ მხოლოდ მაშინ, როცა: ა) ეს მონაცემები საჭიროა თქვენთან არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად; ბ) მონაცემთა დამუშავება ჩვენი ლეგიტიმური ინტერესია და არ წარმოადგენს უფლების გადამეტებას; გ) გვაქვს თქვენი თანხმობა. გაგვაჩნია სერვისის მიწოდების ლეგიტიმური ინტერესი და აგრეთვე, არსებობს სერვისის მიწოდების ფარგლებში თქვენთან კომუნიკაციის საჭიროება, მაგ.: თქვენს შეკითხვებზე პასუხის გაცემა, ჩვენი პლატფორმის გაუმჯობესება, მარკეტინგული ქმედებების განხორციელება, ან უკანონო ქმედებების აღმოჩენა და თავიდან აცილება.
ცალკეულ შემთხვევებში, ჩვენ გვაქვს სამართლებრივი ხასიათის ვალდებულება, თქვენგან შევაგროვოთ პერსონალური მონაცემები ან კიდევ საჭიროებისამებ, დავამუშაოთ ის თქვენი ან სხვა პირების სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად.
სამართლებრივი ხასიათისა თუ თქვენთან არსებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, ჩვენ გვაქვს უფლება, გთხოვოთ პერსონალური მონაცემების წარმოდგენა, რის თაობაზეც ნათლად განგიმარტავთ მონაცემთა გამოთხოვის დროს. ასევე, მოგაწვდით ინფორმაციას, სავალდებულოა თუ არა თქვენ მიერ ინფორმაციის მოწოდება (მათ შორის, თქვენ მიერ ინფორმაციის წამოუდგენლობის სავარაუდო შედეგების შესახებ).
5. 5.მესამე მხარის სერვისები
ჩვენ მიერ მოწოდებული მომსახურების გავლით, თქვენ ასევე შესაძლოა წვდომა გქონდეთ მესამე მხარის მიერ შეთავაზებულ სერვისებზე, მაგ.: მესამე მხარის სერვისების ბმულზე დაჭერით. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელნი მესამე მხარის სერვისების ფარგლებში არსებულ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას ან/და სხვა პრაქტიკაზე, რისთვისაც მოგიწოდებთ, რომ ყურადღებით გადახედოთ მათ კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
6. უსაფრთხოება
GCloud-ი შექმნილია იმგავარ, რომ დაიცვას თქვენი მონაცემები. ამისათვის ვიყენებთ უსაფრთხოების უზრუნველმყოფ მრავალრიცხოვან ტექნოლოგიას და ვატარებთ შესაბამის ღონისძიებებს ინფორმაციის უნებართვო (არაავტორიზებული) წვდომის, გამოყენების ან გამჟღავნებისგან დასაცავად. ჩვენ მიერ გატარებული ღონისძიებები უზრუნველყოფენ პერსონალური მონაცემების დამუშავების უსაფრთხოებისათვის შესაბამის დონეს. ამასთან, გთხოვთ, მხედველობაში იქონიოთ ის გარემოება, რომ ინტერნეტის გამოყენების პირობებში 100 %-იანი უსაფრთხოების გარანტია არ არსებობს.
7. მონაცემთა შენახვა
შეგროვებული პერსონალური მონაცემები ინახება არსებული ლეგიტიმური ინტერესის ან/და ლეგიტიმური სამეწარმეო საჭიროების გათვალისწინებით (მაგ.: მოთხოვნილი სერვისის მოწოდება, სამართლებრივ, საგადასახადო თუ საბუღალტრო აღრიცხვასთან დაკავშირებულ მოთხოვნებთან შესაბამისობა).
იმ შემთხვევაში, თუ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების ლეგიტიმური ინტერესი ან/და ლეგიტიმური სამეწარმეო საჭიროება არ არსებობს, ჩვენ მიერ მოხდება ამ მონაცემთა წაშლა ან მისი ანონიმიზირება (იდენტიფიცირების გამომრიცხავი ფორმით შენახვა); თუ ეს შეუძლებელია (მაგ.: უკვე შენახულია სარეზერვო არქივში), მონაცემების შენახვა მოხდება უსაფრთხოების მოთხოვნათა გათვალისწინებით, იზოლირებულად, რაც გამორიცხავს მათ შემდგომ დამუშავებას (მათ შორის, მონაცემებთან წვდომას), მის სრულად წაშლამდე.
8. მონაცემებთან წვდომა
თუ თქვენ ხართ რეგისტრირებული მომხმარებელი, ანგარიშზე შესვლისას ან ელ. ფოსტაზე - info@gcloud.ge დაკავშირებისას, სარგებლობთ თქვენს ანგარიშთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე წვდომის უფლებით. ანგარიშის გაუქმებისას, თქვენს ანგარიშზე განხორციელებული, საჯარო ხასიათის ნებისმიერი ქმედება გაუქმებამდე შესაძლოა შენახულ იქნას ჩვენს სერვერულ ინფრასტრუქტურაში, საჯაროდ ხელმისაწვდომი ფორმით.
თქვენი პერსონალური მონაცემების დაცულობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ვიღებთ გონივრულ ზომებს, თქვენთან დაკავშირებული ინფორმაციის განახლებამდე ან წაშლამდე კი ვახდენთ თქვენი ვინაობის (საიდენტიფიკაციო მონაცემების) ვერიფიკაციას. მოწოდებული ინფორმაცია შეიძლება დაარქივდეს ან შენახულ იქნას პერიოდულად, ბიზნესის უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით არსებული სარეზერვო პროცესების შესაბამისად.
9. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონიდან და ევროკავშირის მონაცემთა დაცვის რეგულაციიდან (GDPR) გამომდინარე პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლება
თუ თქვენ ხართ საქართველოს ან ევროპის ეკონომიკური ზონის (EEA) ქვეყნის რეზიდენტი, სარგებლობთ შემდეგი უფლებებით:
- ნებისმიერ დროს თქვენს პერსონალურ მონაცემებთან წვდომის, შესწორების, განახლების ან/და წაშლის მოთხოვნა შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: info@gcloud.ge.
- ამას გარდა, თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების წინააღმდეგ ნების გამოხატვა, თქვენი მონაცემების დამუშავების შეზღუდვის მოთხოვნა, მონაცემთა გადატანის უფლება. აღნიშნული უფლებების რეალიზება შესაძლებელია შემდეგი ელ. ფოსტის გამოყენებით: info@gcloud.ge.
- თანხმობის საფუძველზე მონაცემთა შეგროვებისა და დამუშავების შემთხვევაში, ნებისმიერ დროს თანხმობის გამოთხოვა. თანხმობის გამოთხოვა გავლენას არ ახდენს გამოთხოვამდე განხორციელებული დამუშავების კანონიერებაზე, ასევე თანხმობის გარეშე, სხვა ლეგიტიმური და კანონიერი საფუძვლების თანახმად განხორციელებულ დამუშავებაზე.
- თქვენი მონაცემების შეგროვებისა და გამოყენების თაობაზე შესაბამის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანისათვის საჩივრით/განცხადებით მიმართვის უფლება. დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ თქვენი ადგილსამყოფელის შესაბამისად არსებულ პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს (საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური: www.pdp.ge, ელ. ფოსტა: office@stateinspector.ge).
ჩვენ ვპასუხობთ ყველა იმ მოთხოვნას, რომელსაც ვიღებთ ფიზიკური პირებისგან, მონაცემთა დაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად, მათი პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებული უფლებების რეალიზების თაობაზე.
10. ბავშვთა პერსონალური მონაცემების დაცვა
Gcloud-ი გაცნობიერებულად და განზრახ არ აგროვებს 13 წლის ქვემოთ ბავშვებისგან მათ პერსონალურ მონაცემებს, აკრძალულია 13 წლის ქვემოთ ბავშვების მიერ ჩვენი სერვისებით სარგებლობა. თუ თქვენთვის ცნობილი გახდა, რომ ბავშვმა წარმოგვიდგინა პერსონალური მონაცემები ამ პოლიტიკის მოთხოვნათა დარღვევით, გთხოვთ, დაუყოვნებლივ გვაცნობოთ: info@gcloud.ge.
11. პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის ცვლილება
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ეს პოლიტიკა შესაძლოა შეიცვალოს გარკვეული პერიოდულობით; ამდენად, გთხოვთ, ხშირად გადახედოთ მას. ცვლილებების თაობაზე ინფორმაცია განთავსდება ჩვენს ვებ-გვერდზე. იმ შემთხვევაში, თუ არსებითად შეიცვლება ჩვენი მხრიდან სერვისის ფარგლებში თქვენგან უკვე მიღებული მონაცემების გამოყენების ან გაზიარების წესი, ამის თაობაზე გეცნობებათ ჩვენი სერვისის მეშვეობით, ელ. ფოსტით ან სხვა საკომუნიკაციო არხის გამოყენებით.
დაგვიკავშირდით
თუ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ამ პოლიტიკასთან დაკავშირებით გაქვთ კითხვები ან მოსაზრებები, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე: info@gcloud.ge
თქვენი პერსონალური მონაცემების დამმუშავებელს წარმოადგენს GCloud-ი.